გამოცდების მეორე დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიისთვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყო. საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელად აბიტურიენტებისთვის სპეციალური მარშრუტებია დანიშნული. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათია.
საგამოცდო ტესტების გამოტანა დილით, დაცული საცავებიდან განხორციელდა. დედაქალაქში ტესტები ეროვნული ბანკის შენობაშია დაცული ხოლო რეგიონებში, პოლიციის შენობებში. ტესტების საგამოცდო ცენტრამდე უსაფრთხოდ მიტანის პროცესს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
უსაფრთხოების მიზნით, ყველა საგამოცდო ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები. რაც შეეხება მედიაცენტრს, მედიაცენტრი დილის 10:00 საათიდან გამოცდების ეროვნულ ცენტრის შენობაში მუშაობს (მინდელის #9).
2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს სულ 1500-მდე მეთვალყურე და კურატორი დააკვირდება.
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:
26-27 ივნისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ქართული ენა და ლიტერატურა;
30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ზოგადი უნარები;
უცხოური ენა:
2 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ინგლისური ენა;
3 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ინგლისური ენა;
4 ივლისი (მეორე სესია
15:00 სთ.) - რუსული ენა;
4 ივლისი (მეორე სესია
15:00 სთ.) - გერმანული ენა;
4 ივლისი (მეორე სესია
15:00 სთ.) - ფრანგული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ლიტერატურა;
9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - გეოგრაფია;
10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ისტორია;
11 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - მათემატიკა;
14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ქიმია;
14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
15 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ბიოლოგია;
16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ფიზიკა;
16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
2014 წლის მთავარი სიახლეები:
ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა. გამოცდები 16 ივლისს დასრულდება.