გაცნობებთ, რომ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის N576 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 მუხლის შესაბამისად, მასწავლებელს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მასწავლებელს კანონმდებლობით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში თანამდებობრივ სარგოსთან ერთად უნარჩუნდება თანამდებობრივ სარგოზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული დანამატები.
ხაზგასმით შეგახსენებთ, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, რესურსცენტრებისა და სსიპ-ების წარმომადგენლებს, რომ ანონიმურად გავრცელებულ ინფორმაციას იურიდიული ძალა არ აქვს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებით თანახმადაც სისტემაში დასაქმებული პირები სამსახურებრივ მიმოწერას ახორციელებენ მხოლოდ შიდა კორპორატიული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.