ამ ხელმოწერით აღდგა ისტორიული სამართლიანობა!
დასრულდა საქართველოს ხელოვნური იზოლაცია ევროპული ოჯახიდან.
მნიშვნელოვანია საქართველოს წვლილი საერთო ევროპული სახლის ჩამოყალიბებაში და ევროპეიზმის იდეის შექმნაში, დაწყებული ჯერ კიდევ ელინისტური პერიოდიდან.
მეამაყება, რომ ვარ იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინებაში.
საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობებისა და განვითარების პერიოდი იწყება.
ვულოცავ საქართველოს და საქართველოს მთავრობას ამ დიდ წარმატებას!
მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ რთული პროცესების წარმატებით განხორციელებაში.
საგანმანათლებლო სფეროსთვის ასოცირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:
ეს ყველაფერი არის ერთის მხრივ დიდი გამოწვევა და მეორეს მხრივ რეალური შესაძლებლობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა განათლებისა და მეცნიერების განვითარების გრძელვადიანი კონსოლიდირებული სტრატეგია, გადადგა კონკრეტული ნაბიჯები და მოამზადა სისტემა ყველა ამ მიზნების მისაღწევად.
ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს შეუქცევად ევროპულ განვითარებაში!