საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქართულ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციებია: განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი; ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი; სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი; სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია; მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის. ხელშეკრულების ხელმომწერია ასევე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი.
მემორანდუმის ფარგლებში მოხდება ზოგადი განათლების საკითხებზე თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებასა და არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.
მემორანდუმის მიზანია ზოგადი განათლების მდგრადი განვითარებს ხელშეწყობა, ზოგადი განათლებისა და „განათლება ყველასათვის“ მიზნების მისაღწევად - პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, ზოგადი განათლების განვითარების პოლიტიკის დიალოგის წარმართვა, მონაწილეობითი მიდგომის განვითარება და ბენეფიციარების ფართოდ ჩართვა ზოგადი განათლების სფეროში მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის პროცესებში როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე.
ანალოგიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭირვალობას და მასში დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას.