საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დღეს, ბელარუსის განათლების მინისტრის მოადგილეს ვიქტორ იაკჟიკისა და ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს ანდრეი კრასუცკისს შეხვდა. შეხვედრა მომავალი თანამშრომლობის მიზნით, ბელარუსის მხარის მოთხოვნით გაიმართა და გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე მოკლედ განიხილეს ორივე ქვეყნის განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე.
ბელარუსის დელეგაცია თბილისში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კონფერენციაში „თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში"