საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა გაიმართა. საზაფხულო სკოლის თემა იყო საკლასო დაკვირვების სტრატეგიები და სუპერვიზია.
საზაფხულო სკოლას უძღვებოდნენ მოწვეული ლექტორები, პროფესორი მეი ბრიტ პოსტჰოლმი (ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი) და ასოცირებული პროფესორი ტორბიორნ ლუნდი (ტრომსოს და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტები).
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულმა სპეციალისტებმა, ფსიქოლოგებმა, სპეციალური განათლების პედაგოგებმა, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებმა, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებმა, სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ასისტენტებმა, მასწავლებელებმა, აღნიშნული პროფესიების შესაბამისი მაგისტრატურის სტუდენტებმა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
კურსის შედეგად, სასწავლო პროცესში ჩართულმა სპეციალისტებმა გაიღრმავეს საკლასო დაკვირვების, აქტიური სწავლებისა და კონსულტირებისთვის საჭირო უნარჩვევები. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.