საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს.
ხელშეკრულება ითვალისწინებს:
ამავე დღეს, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელწმიფო უნივერსიტეტი) დაემატა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი მხარეები ხელს შეუწყობენ გრძელვადიანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას კონსორციუმსა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს (ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევითი ინსტიტუტი-IEK, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი-IKP, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი-INM, იულიხის ნეიტრონული მეცნიერების ცენტრი-JCNS), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტს (ZEA) შორის.
შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს ეზიარონ საერთაშორისო გამოცდილებას, დაამყარონ ურთიერთობა თავიანთ კოლეგებთან და გახდნენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების სრულფასოვანი წარმომადგენლები. სამი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა კვალიფიკაციის დამადასტურებელი საერთაშორისო დოკუმენტი მიიღონ.
გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნებას შეუწყობენ ხელს და უზრუნველყოფენ მათთვის ლაბორატორიების აღჭურვასა და სამუშაო პირობების შექმნას.