თანამშრომლობის ფარგლებში, 25 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, კომპანია ''აზია ენერჯის'' ტრენინგცენტრში კოლეჯის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის სატრენინგო და პრაქტიკული კურსები მიმდინარეობს ელექტროშედუღების, ელექტრონული და ციფრული ტექნოლოგიების, .ვენტილაცია-კონდინცირებისა და ზეინკალ-სანტექნიკოსის მიმართულებით. დღეს, ტრენინგის მიმდინარეობას .საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.
ტრენინგები ოქტომბრამდე სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება, სტუდენტები შეისწავლიან მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ''როტენბერგერის'' და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციფიკას. კოლეჯის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულები ''ევრო-მასტერში'' დასაქმდებიან. პროექტის საწყის ეტაპზე 50 კურსდამთავრებული დასაქმედბა, სრული პროგრამის დამთავრების შემდეგ კი - 200 კურსდამთავრებული.
„ევრო-მასტერის” პროექტი 2014 წლის ოქტომბერში გავა ბაზარზე და მოემსახურება მომხმარებელს იმ მიმართულებებით, რა კუთხითაც მოხდება სტუდენტების გადამზადება.
წყლისა და გაზის სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „აზია ენერჯი“ 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯთან „სპექტრი“ და ჩართულია პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში.
ღონისძიების ფარგლებში, კომპანია ’აზია-ენერჯსა” და პროფესიულ კოლეჯ ”სპექტრს” შორის კურდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთნამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.