რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს 10:00 საათიდან და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს 20:00 საათზე.
III ეტაპზე შესაძლებელია დარეგისტრირდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ შეძლეს დარეგისტრირება I და II ეტაპზე.
III ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება იმ საჯარო სკოლებში, სადაც არსებობს პირველკლასელთა ჩასარიცხად თავისუფალი ადგილი.
III ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იმ საჯარო სკოლის დირექციას, სადაც გსურთ დარეგისტრირება.
2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.