სამუშაო შეხვედრაზე ლია გიგაურმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა და სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარმოადგინა.
სამუშაო შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დირექტორებმა და მასწავლბლებმა ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები გამოეთქვათ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში 11 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 717 მოსწავლითა და 223 მასწავლებლით. „სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამაში“ ყველა სკოლა ჩართულია და შესაბამისად, სატრანსპორტო მომსახურებით ყველა მოსწავლე სარგებლობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობენ სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროგრამებსა და კონკურსებში. ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტ მომსახურებით.