აღნიშნული ოლიმპიადა საერთაშრისო დონეზე მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ოლიმპიადაა. მისი ძირითადი მიზანია ინფორმატიკის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ნიჭიერი მოსწავლეებისთვის სამეცნიერო და კულტურული გამოცდილების გაზიარების ხელეწყობა.
ოლიმპიადა ტარდება ყოველწლიურად და მასში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. 2005 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს საქართველოს ნაკრები გუნდის შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადაში მონაწილეობას. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებ გუნდს მოპოვებული აქვს 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს მედალი.
წელს მონაწილეებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 82 ქვეყანას შორის მე-17 ადგილზე გავიდნენ.
ნაკრები გუნდის შემადგენლობა:
საქართველოს ნაკრებ გუნდს ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი მანდარია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი და ზაზა გამეზარდაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს მათემატიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგნობრივი საერთაშორისო ოლიმპიადები ფიზიკასა და ქიმიაში. მნიშნველოვანია ის, რომ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ნაკრები გუნდი წელს პირველად მონაწილეობს.