ზემოაღნიშნული დოკუმენტი მოიცავს საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების უმთავრეს მიმართულებებსა და პრიორიტეტებს. მასში ასახულია განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევები და გასატარებელი საკვანძო ცვლილებები მიმდინარე გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, რომლებიც ახალ გამოწვევებს ქმნის ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით.
საქართველოს განათლებისა და მეცნირების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების ხარისხის, რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობის ხელშეწყობისათვის.