იუნესკოს საგანმანათლებლო სექტორის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის ფუნდამენტალური უფლების - განათლების პოპულარიზაციას, განათლების ხარისხის განვითარებას და ინოვაციური მიდგომებისა და დიალოგის ხელშეწყობას.
იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრი „UNEVOC“ კი წარმოადგენს გაერთიანებული ერების მანდატს, რომელიც ხელს უწყობს მის წევრ ქვეყნებში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, საზოგადოების კეთილდღეობას, მათი თანაარსებობის ხელშეწყობას, გენდერულ თანასწორობასა და სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელებას.
ამიერიდან, საქართველოს, როგორც იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრის წევრ ქვეყანას, „UNEVOC“ დაეხმარება პროფესიული განათლების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და ადამიანური რესურსის პროფესიული უნარების განვითარების პროცესში.