განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მომდევნო ეტაპს - სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე იქნება განთავსებული. კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამასთან, არ არის შეზღუდული ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა. 20 აგვისტოს მონიშნული სკოლები (ერთი, ორი ან სამი კონკურსანტის სურვილის მიხედვით) იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა.
დირექტორობის კანდიდატებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ განაცხადის შევსების წესს, რომელიც თან ახლავს სააპლიკაციო ფორმას.
ასევე, ვთხოვთ, სრულად ატვირთონ ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 21 აგვისტოდან ეტაპობრივად გამოაქვეყნებს გასაუბრების განრიგს ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით.
დირექტორობის კანდიდატებს ვუსურვებთ წარმატებას !