კონფერენციაზე “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები“, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადი განათლების სამომავლო ხედვა და ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები წარმოადგინა.
ღონისძიება საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა და განათლების სისტემის სიახლეებზე ისაუბრა, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ზოგადი განათლების განვითარების სტრატეგიული ხედვა წარმოადგინა, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასა და მის განვითარებაზე პრეზენტაცია ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ წარმოადგინა.
კონფერენციაზე ასევე გაკეთდა პრეზენტაციები თემებზე:
ღონისძიებას დაესწრნენ და დისკუსიებში მონაწილეობდნენ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები და სისტემის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები.