2014 წლის 25 აგვისტოს სსიპ - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივი კურსების პირველი ნაკადის მსმენელებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სერტიფიკატები გადასცა.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ სკოლამ ფუნქციონირება განაახლა. ჩატარდა კვლევა, განისაზღვრა საჯარო სექტორში არსებული საჭიროებები და შემუშავდა მათზე მორგებული განახლებული სასწავლო პროგრამები. პირველი ნაკადის ფარგლებში საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის 4 დარგობრივი კურსის (საჯარო ორგანიზაციების მართვა 2. ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო მოხელეთათვის. 3.სახელმწიფო შესყიდვები. 4.ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში) ერთთვიანი პროგრამა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ თვითმმართველობებში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულმა პირებმა გაიარეს.
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებას, რომლიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.
სკოლის პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების გზით კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევა.
ეთნიკური უმცირესობების საერთო საჯარო სივრცეში ინტეგრაციას ემსახურება 8 რეგიონული სასწავლო ცენტრი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და კახეთში ფუნქციონირებს. რეგიონულ ცენტრებში სახელმწოფო ენის შემსწავლელი პროგრამა საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ხორციელდება. სახელმწიფო ენის კურსის მიზანია მსმენლებმა გაიღრმავონ ცოდნა, რათა სრულყოფილად შეძლონ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, წერილების და სხვადასხვა დოკუმენტების შედგენა .
რეგიონული ცენტრების წარმატებულ კურსდამთავრებულებს ქუთაისსში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახეწლმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სახელმწიფო ენის ინტენსიური კურსის გაივლის და დარგობრივ კურსებზე სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევათ.