02.09.2014
ორგანიზაციამ
Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები) ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
ერთად გაწეული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციები წარმოადგინა. ღონისძიებას საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.
პრეზენტაციას
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის: შვედეთი, დანია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული
შტატები და სხვ. ოფისების დირექტორები გაეცნენ. ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დეტალური
ინფორმაცია მოისმინეს თუ რა ღონისძიებები გაატარა Save the Children- საქაართველოს
ოფისმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ინკლუზიური განათლების
მხარდასაჭერად.
აღნიშნული
შეხვედრა და განხორციელებული პროექტების შეჯამება,
ხელს შეუწყობს სამინისტროსა და ორგანიზაციას Save the Children შორის თანამაშრომლობის გაგრძელებას და სამომავლო გეგმების განსაზღვრას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ინკლუზიური
განათლების განვითარება წარმოადგენს. სისტემა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ხელი
შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციას სასწავლო
პროცესში, ასევე სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო სკოლებში. აღსანიშნავია ორგანიზაციის
„Save
the Children“ როლი ინკლუზიური განათლების
განვითარების პროცესში. ორგანიზაციის საქმიანობამ ხელი შეუწყო ახალი პროექტების ინიცირებას.
2014 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა“ კონვენციის რატიფიცირება, რამაც კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა
სისტემას კერძოდ:
- კონვენციის რატიფიცირებით
და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი
შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების
სამთავრობო სამოქმედო გეგმით“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პასუხისმგებლობა
აიღო ინკლუზიური განათლების განვითარებაზე;
- ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2013 წლის ოქტომბრის თვიდან სამინისტრომ შეიმუშავა დაფინანსების
ახალი მოდელი, რაც გულისხმობს სკოლებში სპეციალური მასწავლებლის/ფსიქოლოგის არსებობას,
ასევე მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფას.
- 2013 წლიდან დაიწყო უსინათლო მოსწავლეებისთვის ბრაილის
შრიფტით სახელმძღვანელოების დაბეჭდვა;
- ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში განათლების
სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დაიწყო
სერვისების განვითარება, მათ შორის სმენადაქვეითებული და აუტისტური სპექტრის აშლილობის
მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასების
უზრუნველყოფა.
- შეიქმნა სპეციალური მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა ილიას
უნივერსიტეტში.
- გრძელდება მუშაობა ქართული ჟესტის განვითარებაზე;
- სმენისარმქონე და უსინათლო მოსწავლეების სწავლების სტრატეგიებზე;
- ასევე გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსების შექმნაზე
სმენისარმქონე და ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეებისთის;
- ორგანიზაცია „Save the Children“ მხარდაჭერით 2014 წლის მაისიდან ხორციელდება პროექტი „კატასტროფების
რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით სპეციალური სკოლის მოსწავლეებისათვის“;
- მიმდინარეობს საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს ადაპტირება.