სასწავლო პროცესში კომპიუტერების მიზანმიმართული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაწყებითი კლასის მასწავლებლების ტრენინგებსაც ახორციელებს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე რუსთავის 22-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ახალი კომპიუტერები უკვე მიიღეს და პირველკლასელთა დამრიგებლების ტრენინგები მიმდინარეობს.
დაწყებითი საფეხურიდანვე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია სწავლა-სწავლების პროცესში ძალზე მნიშნველოვანია - კომპიუტერების საშუალებით პირველკლასელები დავალებებს ასრულებენ და ეცნობიან სხვადასხვა ელექტრონულ რესურსებს. ინტერაქტიული და მოსწავლეებისათვის საინტერესო საგაკვეთილო პროცესის უზრუნველსაყოფად, სპეციალურ გადამზადებას გადიან პირველკლასელთა დამრიგებლებიც.
პირველი კლასის მასწავლებლების
ტრენინგ-კურსი „ელექტრონული სწავლების დანერგვა" მიზნად ისახავს მასწავლებლების
დახმარებას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად
წარმართონ ელექტრონული სწავლება.
ტრენინგის განმავლობაში მასწავლებლები შემდეგ საკითხებს გადიან:
კონსულტაციები გაგრძელდება უშუალოდ სასწავლო პროცესშიც, რაც მიზნად ისახავს მასწავლებლის ინდივიდუალურ დახმარებას სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ყველა ეტაპზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი და მასწავლებელი ერთად ამზადებენ გაკვეთილის გეგმას შესაბამისი ელექტრონული სასწავლო მასალით, მიჰყავთ საგაკვეთილო პროცესი 1:1 ელექტრონულ გარემოში და აფასებენ პროცესს.