საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებით განისაზღვრა იმ დირექტორობის კანდიდატთა სია, რომლებიც ასარჩევად წარედგინენ ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, რუსთავის და თელავის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო დირექტორს ირჩევს სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან, მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება დირექტორობის კანდიდატის მიერ პროგრამის წარდგენა და სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევა/არარჩევა.
იხილეთ შესაბამისი ქალაქების საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორების კანდიდატების სიები:
ბრძანებით გათვალისწინებულმა საჯარო სკოლებში წარდგენლმა დირექტორობის კანდიდატებმა უნდა მიმართონ შესაბამისი საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არჩევნებამდე უნდა წარუდგინონ:
ა) დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
დ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტი.
ამასთან, არჩევნებამდე კანდიდატებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ სკოლიდან მათთვის სასურველი ინფორმაცია გამოითხოვონ და სურვილის შესაბამისად აწარმოონ შეხვედრები.
,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო დირექტორს ირჩევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით. დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე.