თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს გენერალურ დირექტორს კარი ბრუსტადს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო აქტივობები.
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2006 წლიდან თანამშრომლობს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში. ამავე წლიდან, ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიურ განათლებას საჯარო სკოლებში. 2013 წლიდან ინკლუზიური განათლება ინერგება საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების სისტემაში.
ინკლუზიური პროფესიული განათლების გაძლიერებით, სამინისტრო ეხმიანება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის დეკემბერში რატიფიცირდა.
ბოლო წლებში ზოგადი განათლებოს საფეხურზე მიღწეული შედეგები:
პროფესიულ განათლებაში განხორციელებული ატივობები: