14.09.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საზაფხულო
სკოლების პროგრამის ფარგლებში“ წელს პირველად, ახორციელებს პროექტს „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა
საქართველოში“.
საზაფხულო სკოლა ბაკურიანში 2 ნაკადად იმართება. პირველი ნაკადის ბოლო დღეს, ბაკურიანში
სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და პირდადად გაეცნენ საზაფხულო სკოლის შემაჯამებელ
ღონისძიებებს. საზაფხულო სკოლის მონაწილეები იყვნენ „ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის“ კონკურსში მონაწილე მოსწავლეების არაქართულენოვანი სკოლების 40
მასწავლებელი.
პროექტის მიზანია:
- ეროვნული უმცირესობის
სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიურ და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
- არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისა
და მასწავლებლებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ხელშეწყობა.
- მონაწილეები
არიან საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს
მიერ ორგანიზებული ესეების
კონკურსის - „ქართული
ენა ჩემი წარმატებისთვის“ საფუძველზე
შერჩეული 2013-2014 აკადემიური
წლის მდგომარეობით
მე-9, მე-10
და მე-11
კლასების საუკეთესო
შედეგების მქონე
40 მოსწავლე და
მასწავლებლების სიები
მოწოდებული იქნა ზემოთაღნიშნულ კონკურსში მონაწილე (მოსწავლეების)
სკოლების დირექტორების მიერ.
საზაფხულო
სკოლა მოიცავდა როგორც
ქართული ენის
ინტერაქტიული პროგრამების
განხორციელებას, ასევე
არააკადემიურ პროგრამებს.