საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კომპანია ACER-ის ვიცე-პრეზიდენტი გრიგოლ მიზოლსკი და კომპანიის იუ-ჯი-თის ვიცე-პრეზიდენტი გურამ ხოჯანაშვილი დღეს, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელებთან შესახვედრად მივიდნენ და ახალი კომპიუტერების შეფასებები მათგან და მათი დამრიგებლებისაგან პირადად მოისმინეს.
პირველკლასელთა კომპიუტერები პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACER-ის მიერაა დამზადებული. მსგავსი ტექნიკა მწარმოებელს არაერთხელ მიუწოდებია როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებისთვის და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.
გაუმჯობესებულ კომპიუტერებს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
1) წონა - შემცირებულია მაქსიმუმ 250 გრამით - სატარებლად გაცილებით მოსახერხებელია და რისკი იმისა, რომ ბავშვს შემთხვევით გაუარდეს ხელიდან შემცირებულია, ზედაპირის ფაქტურა ისეთია რომ ხელში არ სრიალებს, უძლებს 70 სმ-იან თავისუფალ ვარდნას, რაც დასტურდება ქარხნის მიერ მოწოდებული სერთიფიკატით.
2) ეკრანის ზომა და გარჩევადობა - ჩანს უფრო მეტი ფართობის გამოსახულება, უფრო მეტი კონტრასტულობით ზომიერად დიდ ეკრანზე, (ეკრანის დიაგონალმა მოიმატა 1,5"- ით, ხოლო რეზოლუციამ 40% ით, იყო 0,6 mpx, არის 1,01 mpx), მაღალი ხარისხის გარჩევადობის ეკრანი (11. 6 ინჩი, LED backlit TFTLCD , HD 1366 x 768, 16:9 a spect ratio), ბავშვის თვალს ნაკლებად გადაღლის.
3) უახლესი თაობის პროცესორი, გაცილებით ძლიერ და ენერგოეფექტური (მინიმუმ 30-40%-ით ორივე მაჩვენებელში), მაღალი სიხშირის და წარმადობის პროცესორი, პირველკლასელებს მომავალ კლასებშიც მისცემს სრულ ფასოვანი მუშაობის საშუალებას;
4) თხელი კორპუსი და თანამედროვე დიზაინი, მოდელს უსაფრთხოების მიზნით, მომრგვალებული აქვს კუთხეები;
5) ტექნოლოგიური სიახლე: კომპიუტერი არ საჭიროებს და არ გააჩნია ქულერი, მუშაობს უხმაუროდ და მუშაობის დროს არ ხურდება;
6) დენის წყარო (ელემენტი) - გაუმჯობბესებულია და მუშაობს დაახლოებით 6-7 საათი (2 ჯერ მეტი ვიდრე წინა მორბედზე);
7) კომპიუტერს გავლილი აქვს ქარხნული ტესტი ვარდნაზე და მოყვება ევროკავშირში აღიარებული ეკო-სერტიფიკატები უვნებლობაზე;
8) პროდუქტს მოყვება ერთწლიანი უფასო საგარანტიო მომსახურება.