წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 23-26 სექტემბერს. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.
ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ქალაქ წალენჯიხისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ხობისა და ხობის მუნიციპალიტეტის, დაბა ჩხოროწყუსა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. N35 (ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობა);
ქალაქ ბაღდათისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბაღდათი, ა.წერეთლის N9 (ქალაქ ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობა);
ქალაქ თერჯოლისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თერჯოლა, ჭანტურიას ქ. N7 (ქალაქ თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობა);
ქალაქ ზესტაფონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ. N61 (ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობა);
ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბოლნისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ქალაქ გარდაბნისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის N52 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა).
დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.