საზაფხულო სკოლა დაბა ბაკურიანში 2 ნაკადად გაიმართა და მასში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის - „ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის“ გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
საზაფხულო სკოლის პირველ ნაკადში მონაწილეობდა როგორც ქართველი ისე აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი და სხვა ეროვნების მასწავლებლები. სწორედ ამ პედაგოგთა აღსაზრდელებმა მოიპოვეს გამარჯვება ესეების კონკურსში “ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის“.
საზაფხულო
სკოლის მეორე ნაკადის მონაწილეები იყვნენ კონკურსის “ქართული
ენა ჩემი წარმატებისთვის“ საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასების
საუკეთესო შედეგების მქონე 40 ქართველი და
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლე. დღეს, საზაფხულო სკოლის შემაჯამებელ ღონისძიებები
გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე
დაესწრო.
პროექტის „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა საქართველოში“. მიზანი იყო:
საზაფხულო სკოლამ მონაწილეებს მრვალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი პროგრამა შესთავაზა. სხავადასხვა ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი და სხვა ეროვნების მოსწავლეები და მასწავლებლები ისე, მათი ქართველი თანატოლები და კოლეგები. საზაფხულო სკოლაში ხორციელდებოდა როგორც ქართული ენის ინტერაქტიული აკადემიური პროგრამები, ისე არააკადემიური გასართობი და სპორტული აქტივობები. დასკვნით ღონისძიებაზე მინისტრმა მეორე ნაკადის მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა, აქვე დასაჩუქრდნენ სხვადასხვა შიდა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებიც.