დელეგაციის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე ის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილეს, რითაც ქართული მხარე კავშირის წევრ ქვეყნებთან ითანამშრომლებს.
კავშირის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ მიზანია აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ერთ ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანება და წევრი ქვეყნების ჩართვა ერთობლივ ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა პროექტებში.