26.09.2014
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პარლამენტის ვიცე-სიპკერი
ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით
მაღლაკელიძე რუსთავის პროფესიულ სასწავლებელ "მოდუსს" ესტუმრნენ, კოლეჯის
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და განახლებულ სასწავლო პროგრამას გაეცნენ.
კოლეჯ "მოდუსში"
სწავლას, სხვა სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების მსგავსად, სრულად აფინანსებს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო, რამაც სასწავლებელში სტუდენტთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება 6 სექტემბრიდან დაიწყო და 20 სექტემბრის
ჩათვლით გრძელდებოდა. კოლეჯ "მოდუსში" რეგისტრაცია 549 აპლიკანტმა გაიარა.