პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა კონკურსებსა და სადემონსტრაციო გაკვეთილებს, რომლებიც პარალელურ რეჟიმში იმართებოდა. მოსწავლეებს შეეძლოთ უკეთ გაცნობოდნენ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს, კონკურსების გამარჯვებულები კი, პრიზებით დასაჩუქრდნენ.
ენების ევროპული დღე 2001 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს მიერ, რათა აღენიშნა ევროპის კულტურული მრავალფეროვნება და მრავალენოვნება. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებებისა და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ამდენად, ევროპის საბჭო ფართო პოპულარიზაციას უწევს პლურილინგვიზმს მთელ ევროპაში.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.