შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ განათლების საერთაშორისო ცენტრსა (საქართველო) და მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ს (იაპონია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მომავალი თანამშრომლობა მაღალი ენერგიის ფიზიკისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებთან იქნება დაკავშირებული.
დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ, იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის KEK, როგორც სამეცნერო კვლევითი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს შესაძლებლობებს ქართველი სტუდენტებისთვის სასწავლებლად და რეალურ ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა.
KEK-ის პროექტებში ჩართვით, საქართველოს და KEK-ის თანამშრომლების ზედამხედველობით, ქართული მხარე მხოლოდ სტუდენტების მგზავრობის ხარჯებს დაფარავს, სხვა ხარჯები (ცხოვრება, სწავლა, პრაქტიკა, კვლევა) კი დაფინანსებული იქნება იაპონური მხარის მიერ.
მანამდე კი, მოხდება დეტალების დაზუსტება და შეიქმნება წინაპირობა ხელმოწერისთვის.