X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა წელს შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული).
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი მასალებით უსინათლო მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ასევე პირველად, სამინისტროს მიერ ფასიანი საჩუქრებით საუკეთსო ათეულში გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადა ჩატარდა როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
2014 წელს პირველად, ინფორმატიკაში ეროვნული კონკურსის ორგანიზება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო. კონურსი 2 ეტაპად სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
შედეგად, სულ 176 გამარჯვებული გამოვლინდა: I ადგილი 22 მოსწავლე, II-ზე 20, III-ზე 19. საუკეთესო ათეულში წელს 115 მოსწავლე მოხვდა. გამარჯვებულები შესაბამისად, 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების ფასიანი საჩუქრებით (კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები) და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
მადლობის სიგელები გადაეცათ სკოლების რეიტინგული სიის I, II და III ადგილზე გასულ სკოლებს (29 სკოლა) და I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეების პედაგოგებს (58 პედაგოგი). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წამახალისებელ სიგელებს გადასცემს ყველა იმ მოსწავლეს, რომელთაც ოლიმპიადის მე-2 ტურში გაიმარჯვა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 2009 წლიდან ხორციელდება და მასში ყოველწლიურად საშუალოდ 200 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.