მემორანდუმის თანახმად, მხარები ხელს შეუწყობენ განათლების სფეროში გამოცდილებისა გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს როგორც პილიტიკურ, ისე საექსპერტო საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სისტემის სტრუქტურის, სასწავლო გეგმების, დიდაქტიკური მასალების განვითარებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
მემორანდუმის ფარგლებში, ავსტრიის საუნივერსიტეტო კოლეჯებსა და საქართველოს მასწავლებელთა გადამზადების დაწესებულებებს შორის დამყარდება პირდაპირი ურთიერთობები და თანამშრომლობა. ავსტრიული მხარე ქართველ მასწავლებლებს ყველა დონის გერმანული ენის ტრეინინგ სემინარებს შესთავაზებს. მხარეები გამოცდილებას ინტენსიურად გაუზიარებენ პროფესიული განათლების სფეროში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მეღვინეობის და ტურიზმის სექტორებში.
სასკოლო პარტნიორობის პროგრამების მეშვეობით, მხარეები ერთმანეთს ხელს შეუწყობენ საქართველოსა და ავსტრიულ სკოლებს შორის კონტაქტების გაძლიერებასა და მრავალმხრივ სასკოლო ქსელებში მონაწილეობაში. ორივე მხარე ხელს შეუწყობს ასევე საგანმანათლებლო საკითხებზე მეორე მხარის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებს, შეხვედრებსა და კონკურსებში საკუთარი წარმომადგენლების მონაწილეობას.