საცდელი ტესტი, აპლიკანტებს საშუალებას აძლევს ყოველგვარი შეფასებს გარეშე გაიარონ ტესტირება და მოსინჯონ საკუთარი ძალები. ეს მათ საგამოცდო პროცესს გაუადვილებს.
2014 წლის საშემოდგომო მიღებაზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 10 454 პირი დარეგისტრირდა. წელს ყველაზე მოთხოვნადი მზარეულის, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორის, ბუღალტერის, ვებსპეციალისტია და მწვრთნელის პროფესიებია.
ქეთევან ნატრიაშვილმა პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ხვალ, 5 ოქტომბერს საგამოცდო ცენტრებში დროულად გამოცხადნენ და თან იქონიონ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2013 წელს, პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, დაფინანსების ახალი მოდელი შემუშავდა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო დაფინანსებით სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისთვის სასურველ პროფესიას დაეუფლოს.