მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საზეიმო მიღება გაიმართა. დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს მასწავლებელს საერთაშორისო დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ლია გიგაურმა კომპიუტერული ლაბორატორია გახსნა, რომელიც პრაქტიკოს მასწავლებლებს და განათლების ექსპერტებს კოლაბორაციულ, ისტ-ით გამდიდრებულ სამუშაო სივრცეს სთავაზობს.
ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება:
ღონისძიებაზე სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრაქტიკული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მომზადებაშიც ცენტრის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს დაწყებითი განათლების (G-Praid) ექსპერტები მუშაობდნენ. გზამკვლევი მასწავლებლებს საკუთარი პროფესიული საჭიროებების დაადგენასა და განვითარებაში დაეხმარებათ.
საზეიმო მიღების ფარგლებში, მხატვარ სოფო თათარაშვილის გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეული 120 მასწავლებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები დაესწრნენ.