აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში, მანდატურებისათვის და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისათვის ჩატარდება ტრენინგები. მოხდება გამოცდილების გაზიარება ქართველ და ამერიკელ მანდატურებს შორის სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების გატარების, მოძალადის გამოვლენისა და შესაბამისი ორგანოების დროულად ინფორმირებულობის საკითხებზე. ტრენინგები მანდატურებს დაეხმარებათ, კიდევ უფრო ეფექტური გახადონ მუშაობა ძალადობისა და დანაშაულის აღკვეთაში და შესაბამისად, სკოლებში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებაში.
მანდატურებისათვის ტრენინგების ჩატარებაში მანდატურის სამსახურს აშშ-ს სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია - NASRO-სთან რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, NASRO-ს ინსტრუქტორები, მისი აღმასრულებელი დირექტორის ჯეიმს მორის კენედის მეთაურობით, ტრენინგებს სკოლის უსაფრთხოებისა და ძალადობის პრევენციის მექანიზმების საკითხებზე ატარებდნენ.
მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია-ნასროსთან (NASRO). ასოციაცია წარმოადგენს სერთიფიცირებული სამართალდამცავი ოფიცრების, სკოლის უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო პერსონალის, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების უმსხვილეს სასწავლო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც სამართლებრივ განათლებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვას და სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა პროგრამების პოპულარიზაციას ახორციელებს, როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.