თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში მონაწილეობა ქართველ მეცნიერებსა და დოქტორანტებს იმ ინტენსიურ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის საშუალებას მისცემთ, რომელსაც ცენტრი მრავალი მიმართულებით ახორციელებს. ქართველი მკვლევარებისთვის ეს იქნება შესანიშნავი პლატფორმა მრავალმხრივი სამეცნიერო კონტაქტების დასამყარებლად და შესაბამისად, თანამედროვე პრობლემატიკის კვლევებში ჩასართველად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინიტრის მოადგილე გია შარვაშიძე, რომლებიც იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ, დასრულდა. სიმპოზიუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრები 6 ქვეყნიდან, ქვეყნების პრეზიდენტები, ნობელის პრემიის ლაურიატები, UNESCO-ს გენერალური მდივანი, ცენრის ბირთვული ფიზიკის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის შეხვედრები გაიმართა იუნესკოს გენერალურ მდივანთან, ცერნის ბირთვული კვლევების ხელმძღვანელობასთან. შედეგად, საქართველოს ცენრში ასოცირებული წევრობის საკითხი აქტიურ ფაზაში გადავიდა.