დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ვაზიანის მეორე საჯარო სკოლას ეწვია, ჩატარებულ სარემონტო და აჭურვით სამუშაოებს გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 9 ახალი სკოლა აშენდა, 1000 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, შეძენილი იქნა 104 500 ცალი მერხი და სკამი, რომლითაც 1 523 სკოლა და 5 პროფესიულ სასწავლებელი აღიჭურვება, 1 494 სკოლას სამინისტრო 13 838 დაფას გადასცემს. სკოლების აღჭურვის პროცესი დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება.
სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და სასკოლო ინვენტარით აღჭურვა მომავალ წელსაც გაგრძელდება.