CERN-ის წარმომადგენლები თბილისში გრიდ და ქლაუდ (Grid & Cloud) ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. მათ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები უკვე გამართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან და შეთანხმდნენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ოთხი მასშტაბური ერთობლივი პროექტი განხორციელდება.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ასოცირებულ წევრად გახდომის საკითხს. უცხოელი ექსპერტები საქართველოს სამეცნიერო პოტენციალს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს შანსი, გახდეს ცერნის ასოცირებული წევრი, ძალიან მაღალია. გამოითქვა მზაობა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდეს და შესაძლებლობები ადგილზე შეაფასონ.