24 ოქტომბერს ქ. თბილისის N198 საჯარო სკოლაში კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა კატასტროფების რისკის შემცირების აქტივობებში და მათი საგანგებო სიტუაციებისადმი მზაობის გაძლიერება.
ღონისძიებაზე თბილისის N198, N202 და N203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას კატასტროფების რისკის შემცირების თემის აქტუალურობა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად მიეღოთ მონაწილეობა დაგეგმილ აქტივობებში.
ღონისძიება კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები", ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის ოფისის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ასევე აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.