25.10.2014
დღეს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სმპთ) მე-7 საანგარიშო საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ყრილობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) დირექტორი მარტინ რომერი, სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრნენ.
ყრილობაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეული148 დელეგატი, რომელთაგანაც, თითოეული წარმოადგენს 200 პედაგოგის მანდატს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საწესდებო მოთხოვნის შესაბამისად, ყრილობა 4 წელიწადში ერთხელ იმართება. მისი მიზანი დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დაცვით, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა და ორგანიზაციის განახლებული სტრატეგიის შემუშავებაა.