28.10.2014
კონკურსი,
ტრადიციულად, ტარდება შემდეგ საკონკურსო ჯგუფებში:
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII-IX კლასის მოსწავლეები;
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის
მოსწავლეები;
- უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის
(ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
- სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები;
- საზღვარგარეთ მცხოვრები დაინტერესებული პირები.
კონკურსის
ჩატარების ფორმატი
კონკურსი ტარდება
საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 3 ტურს.
კონკურსის I ეტაპი –
შესარჩევი ტური. შესარჩევ ტურში
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ლამაზად ნაწერი მხედრული ანბანით შესრულებული ნებისმიერი
მისთვის სასურველი ტექსტი 100-150 სიტყვის ოდენობით (საწერი მასალა და საშუალებები
შეზღუდული არ არის);
- კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ორიგინალი (ასლი ან
ელექტრონული ვერსია არ მიიღება);
- ნაწერს უნდა ერთვოდეს შემდეგი საკონკურსო ინფორმაცია:
სახელი, გვარი, ასაკი, პირადი ტელეფონის ნომერი, სასურველია ელექტრონული მისამართი
– E-mail, მისამართი; სკოლის მოსწავლეებისათვის დამატებით:
სკოლა, სკოლის ტელეფონის ნომერი, კლასი. სტუდენტებისათვის დამატებით: უნივერსიტეტი,
სპეციალობა, კურსი.
შენიშვნა:
არასრული მონაცემების მქონე საკონკურსო ნაწერი არ მიიღება.
კონკურსის II
ეტაპი - ნახევარფინალური
ტური
ჩატარდება ხელნაწერთა
ეროვნულ ცენტრში. კონკურსანტები ადგილზე მიიღებენ საკონკურსო ჯგუფების შესაბამის დავალებებს: 1. ხელნაწერის გვერდის ასლის გაკეთება; 2. ნაბეჭდი
ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა.
კონკურსის III
ეტაპი - დასკვნითი
ტური
ჩატარდება
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კონკურსანტები ადგილზე მიიღებენ საკონკურსო ჯგუფების შესაბამის
დავალებებს: 1. აფორიზმი, საზედაო ასოს გაფორმებით; 2. ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა – ხელნაწერის
2 გვერდის შექმნა.
ყოველი ტურის შედეგები გამოქვეყნდება
ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
II და III ტური ითვალისწინებს კონკურსანტებისთვის
შემეცნებითი საუბრების ჩატარებას ქართული კალიგრაფიის ისტორიაზე, ტრადიციულ საწერ საშუალებებზე,
კალიგრაფიის ხელოვნებაზე და სხვა.
საკონკურსო ნიმუშის წარდგენის პროცედურა
- საჯარო
და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის:
კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველი მოსწავლე (მასწავლებელი)
ხელნაწერ ნიმუშს წარადგენს სკოლაში, თითოეული სკოლა – შესაბამის რესურსცენტრში, ხოლო
რესურსცენტრები უზუნველყოფენ წარმოდგენილი საკონკურსო ნიმუშების განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთვის გადაცემას. სამინისტროდან საკონკურსო ნიმუშები გაიგზავნება ხელნაწერთა
ეროვნულ ცენტრში.
- სტუდენტებისა
და სხვა დაინტერესებული პირებისათვის:
კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა და სხვა ზრდასრულმა
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო ნიმუში უნდა წარმოადგინონ ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრში.
- საქართველოს
ფარგლებს გარეთ მცხოვრები კონკურსანტებისათვის:
კონკურსში
ჩართულობის კოორდინირებას უზრუნველყოფს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატისაზღვარგარეთ
მცხოვრებმა კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ხელნაწერის
სკანირებული ასლი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საკონტაქტო პირის ელექტრონულ
მისამართზე ან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე
exb.edu@manuscript.ac.ge
- 1.
გამარჯვებულების
გამოვლენა
- მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფს კვალიფიციური
ჟიური; ჟიურის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი
აქტით;
- კონკურსის ბოლოს I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები
გამოვლინდებიან 5 საკონკურსო ჯგუფში. გარდა
ამისა, დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. ნომინაციებს დაადგენს
ჟიური არსებული საკონკურსო მასალიდან გამომდინარე;
- ჯილდოებს აწესებენ: კონკურსის ორგანიზატორები და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები;
- კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული
ნიმუშები გამოიფინება და შემდეგში შეინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში;
- 2. დაჯილდოვება
- დაჯილდოვდებიან
I, II და III ადგილებზე გასული და სპეციალურ ნომინაციებში გამარჯვებული კონკურსანტები
საკონკურსო ჯგუფების მიხედვით.
2014
წლის კონკურსის ჩატარების ვადები
- კონკურსის გამოცხადების თარიღი – 28 ოქტომბერი;
- I შესარჩევი
ტური დასრულდება 14 ნოემბერს;
- II ტური
ჩატარდება 22 ნოემბერს;
- III
ტური ჩატარდება 3 დეკემბერს;
- გამარჯვებულთა დაჯილდოვება და მათი ნამუშევრების გამოფენა
– არაუგვიანეს 20 დეკემბრისა.
საკონტაქტო ინფორმაცია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მისამართი: მ. ალექსიძის
1/3
www.manuscript.ge
პროგრამის კოორდინატორი: ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
ტელ.:
599 899 635
ელ.ფოსტა: exb.edu@manuscript.ac.ge
საკონტაქტო პირი: ნესტან ბაგაური
ელ.ფოსტა: nestan.bagauri@manuscript.ac.ge
ტელ.: 593 25 12 34