საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია“ ქალაქ ქუთაისში მდებარეობს. ქალაქი ერთმანეთთან აკავშირებს რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, სამეგრელოს და გურიას. თვით იმერეთის რეგიონში 11 ადმინისტრაციული ერთეული შედის. შესაბამისად, კოლეჯში ყოველწლიურად ასობით სტუდენტი ირიცხება რეგიონებიდან და სხვადასხვა ქალაქიდან.
არსებული სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი არ არის რეაბილიტირებული, შენობაში არ არის ცხოვრებისათვის ყველა საჭირო პირობა. აქედან გამომდინარე, კოლეჯი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტების საერთო საცხოვრებელში განთავსებას. შენობის რეაბილიტაციის შემთხვევაში, პრობლემა მოიხსნება, ყველა მსურველი იქნება ბინით უზუნველყოფილი, რაც გაზრდის კოლეჯის კონტიგენტს და მისი საქმიანობის ცნობადობას.
საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ 440 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 100-მდე სტუდენტი რეგიონიდანაა და საჭიროებენ საერთო საცხოვრებელით უზრუნველყოფას.
კოლეჯში პროფესიები შერჩეულია რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. სწავლება შემდეგ სპეციალობებზე მიმდინარეობს: მზარეული, კონდიტერი, მემცენარე, მეფუტკრე, სასტუმრო, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, ელექტრიკოსი, მღებავი, მეფილე-მომპირკეთებელი, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ავტომობილის ზეინკალი, კალატოზი, დურგალი, შემდუღებელი, გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, .სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სტილისტი, ბუღალტერი, კომპიუტერული გრაფიკოსი, ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი).
განახლებული ინფრასტრუქტურის პროფესიული სასწავლებელი აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით.