აღნიშნულთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახური განმარტავს, რომ თერაპიის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე და საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ვიდეო კამერების დემონტაჟი მანდატურის სამსახურში ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისის თვეში განხორციელდა.