საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ცაგერის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ლია გიგაურმა ვრცლად ისაუბრა ზოგადი განათლების სიახლეებსა და მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალ სისტემაზე. შეხვედრის ფარგლებში, ლია გიგაურმა პედაგოგთა ყველა შეკითხვას უპასუხა.
ლია გიგაურმა ამავე დღეს მონაწილეობა მიიღო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ბარდნალის საჯარო სკოლისათვის პოეტ ლადო ასათიანის სახელის მინიჭების აღმნიშვნელ ღონისძიებაში. მინისტრის მოადგილემ ღონისძიების ფარგლებში, კომპიუტერები გადასცა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის წარჩინებულ მეათელკასელებს.