საერთაშორისო კონფერენციის მიზანი იყო წარმოეჩინა ინგლისური ენის როლი გლობალიზებულ მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებაში. კერძოდ, როგორ აისახება ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაზე, ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლება. განხილული იქნა მსოფლიოს გამოცდილება თუ, რა კავშირებია ახალგაზრდა თაობის ინგლისური ენის კომპეტენციის განვითარებას, მათ შემდგომ წარმატებასა და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას შორის ევროინტეგრაციის პროცესებში.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო დონის მომხსენებლები, მათ შორის ცნობილი მკვლევარი დევიდ გრედოლი, რომელიც არის მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე მოთხოვნადი ექსპერტი ინგლისური ენის სწავლების საკითხებში, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATEFL) პრეზიდენტი ქეროლ რიდი, ცნობილი სახელმძღვანელოების ავტორები დევიდ სპენსერი და ფილიპ კერი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე პაპუნა ჯანელიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
კონფერენციაზე განხილული იქნა ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლოს ენობრივი ბარიერის გარეშე საკუთარი თავის რეალიზება.