პროფესორ გოზანსკის საქართველოში ვიზიტის მიზანია შესთავაზოს დაინტერესებულ მხარეებს ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დახმარება და თანამშრომლობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროში შეხვედრა გაგრძელებაა იმ მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობებისა, რომელიც უკვე კარგად ჩამოყალიბდა ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებს შორის. უნივერსიტეტი ითვალისწინებს ქართული მხარის გრეძლევადიან ინტერესებს და უზრუნველყოფს შესაბამისად ადაპტირებულ პროგრამებზე საქართველოს მთავრობის საგრანტო ან სხვა პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს სამართლის სკოლაში სწავლებას.
აღსანიშნავია ნათანიელ გოზანსკის გამოცდილება პოსტ-საბჭოური უმაღლესი იურიდიული სასწავლო დაწესებულებების რეფორმირების საკითხებში. მან კარგად იცის ის თავისებურებები, რაც ახასიათებს რეფორმირების პროცესში მყოფ საუნივერსიტეტო სამართლის სკოლებს. მისი საქმიანობის ფოკუსი ემორის უნივერსიტეტში პირდაპირ კავშირშია ახალი კავშირებისა და ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გამოცდილების ფართო გაზიარებასთან.