გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელის (EFQM Excelence Model) დანერგვის მიზნით, რიგით მეორე ტრენინგი „გზა სრულყოფისკენ“ გაიმართა.
EFQM-ის მოდელი ეფუძნება ევროპულ ფასეულობებს, რომლის მიზანია დაეხმაროს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM-ის მოდელის გამოყენებით.
ხარისხის მენეჯმენტის/მართვის ევროპული ფონდი წარმოადგენს არამომგებიან/არაკომერციულ, წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც 1988 წელს ქალაქ ბრიუსელში დაარსდა. ფონდში გაწევრიანებულია 50 სხვადასხვა სექტორში მომუშავე 30 000-ზე მეტი ევროპული ორგანიზაცია და წარმატებით იყენებენ მოცემულ მოდელს საკუთარ საქმიანობაში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში მონაწილე საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.