კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტორინოს პროცესის ფარგლებში დანერგილი პროფესიული განათლების სისტემების ანალიზი. მონაწილეებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში პროფესიული განათლების სფეროში მიღწეული დადებითი ცვლილებების საერთო და განსხვავებული მახასიათებლები მიმოიხილეს. ასევე, განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრობლემების, პრიორიტეტებისა და რეგიონული თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები.
კონფერენციას 6 პარტნიორი ქვეყნის, ასევე, ევროკომისიის, განათლების ევროპული ფონდისა (ETF) და პროფესიული მომზადების განვითარების ევროპული ცენტრის (CEDEFOP) 60-მდე დელეგატი დაესწრო. მათ შორის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, სტატისტიკის ეროვნული კომიტეტების, სხვა სახელმწიფო უწყებების, პროფესიული სასწავლებლების, სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები.