04.12.2014
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის “არა
ძალადობას!" ფარგლებში, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა თემაზე
"რელიგიები ძალადობის
წინააღმდეგ!". კონფერენციას ქვეყანაში
მოქმედი 10 რელიგიური კონფესიის,
საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და
საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ინიციატორი საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი რელიგიური
კონფესიები იყვნენ. ვინაიდან,
სულიერებას და რწმენას ადამიანის ცხოვრებაში
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ინტერრელიგიური
ჯგუფის სხდომაზე მიღებულ
იქნა გადაწყვეტილება განხორციელდეს
ერთობლივი ქმედებები
საერთო
პრობლემის დასაძლევად.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ
მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის
გაზრდა, ძალადობის წინააღმდეგ სხვადასხვა
სოციალური ფენისა და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელთა გაერთიანება, საერთო
ძალისხმევა და განსაკუთრებით მოზარდებში, ცოდნის დონის ამაღლება იმ სავალალო შედეგებზე,
რასაც ადამიანთა მიმართ ძალადობა იწვევს.