05.12.2014
ტორინოს პროცესის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში
საზოგადოებრივ კოლეჯს „მერმისი“ აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის - უკრაინის, მოლდოვის,
ბელარუსის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ევროკომისიის, განათლების ევროპული ფონდის
(ETF) წარმომადგენლები ესტუმრნენ. უცხოურ დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და საზოგადოებრივმა კოლეჯმა „მერმისი“
უმასპინძლეს.
პროფესიული განათლებით დაინტერესებულ
დელეგატებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოში მოქმედ პროფესიული განათლების
სისტემას, კოლეჯი „მერმისის“ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამების მრავალფეროვნებას, სხვადასხვა მიმართულებით სასწავლო პროცესში დამზადებულ
პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებს, საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებელ დაწესებულებებთან
პარტნიორობის სპეციფიკას და ა.შ. ვიზიტის დროს სტუმრები გაესაუბრნენ სტუდენტებს, კოლეჯის
ადმინისტრაციასა და პროფესიულ მასწავლებლებს. ერთმანეთს გაუზიარეს მათ ქვეყანაში
მიმდინარე პროფესიული განათლების სისტემის თავისებურებები და არსებული გამოწვევები.
დელეგატები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სწავლების
პროცესში შექმნილი დეკორატიულ გამოყენებითი ქსოვილების მრავალფეროვნებით, რომლის საშუალებით
საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ პროფესიული სტუდენტები ამუშავებენ ქართული ტრადიციული
ხალხური რეწვის ნიმუშების.