საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ბოლნისის, დმანისის, კასპის, გურჯაანის, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს ბორჯომის, მარნეულის, დუშეთისა და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2014 წლის 12 დეკემბერს 12:00 საათზე, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ფანჯიკიძის #1ა.)
ტესტირებაზე დაშვებულმა კონკურსანტებმა გაითვალისწინეთ, რომ ტესტში შესულ საკითხებში გათვალისწინებულია არსებული საკანონმდებლო ცვლილებები (ბმულის სახით იხილეთ ტესტის სტრუქტურა).
ტესტირებაზე დაშვებულმა კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანებით გამოცხადებული კონკურსანტი არ დაიშვება ტესტირებაზე. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება კონკურსანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
ტესტირების მიმდინარეობისას კონკურსანტს ეკრძალება: