„ტრენერთა სკოლის“ პროგრამის ფარგლებში, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო ეფექტური ტრენინგის სტანდარტის გაცნობა, წარმატებული გამოცდილების გაზიარება და დამკვიდრება. კონფერენციას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, აშშ საელჩოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია შემდეგ თემატიკას მოიცავდა:
„ტრენერთა სკოლა“ არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს ისწავლონ ტრენინგის დაგეგმისა და განხორციელებისთვის აუცილებელი უნარები, შეაფასონ არებული უნარ-ჩვევები და დაგეგმონ ინდივიდუალური სწავლების/განვითარების გზები და ასევე, კოლეგებისა და მენტორების გამოცდილების გაიზიარებით დახვეწონ არსებული უნარ-ჩვევები.